ჩოგბურთი

23:15 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ მე-2 რაუნდიც დასძლია

სოფო შაფათავამ აშშ-ს ღია პირველობის კვალიფიკაციაში მე-2 გამარჯვება იზეიმა და თუკი მომდევნო რაუნდშიც იმარჯვებს, “გრანდ სლემის” ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლებას მიიღებს.

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი იტალიელ ალბერტა ბრიანტის დაუპირისპირდა და მატჩი, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა, 1:6, 6:1, 6:3 მოიგო.

შაფათავას პირველ მოწოდებაზე 50%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 73% (29 40-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 38% (15 40-დან) მოიგო.

სოფომ 3 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მეტოქეს ეისი არ ჰქონია და 5 ორმაგი მოუგროვდა). ქართველმა ჩოგბურთელმა 9-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ხოლო იტალიელმა 10-დან 4 ბრეიკი მიითვალა. ჯამში შაფათავამ ბრიანტიზე 6-ით მეტი ბურთი მოიგო – 70:52.

შაფათავამ “იუეს ოუფენზე” 30 სარეიტინგო ქულა უკვე გამოიმუშავა, ხოლო თუკი კვალიფიკაციის დასკვნით წრეშიც მოიგებს, მონაგარს 40 ქულას შემატებს. უკვე ცნობილია, რომ სოფოს შემდეგი მოწინააღმდეგე მე-13 ნომრად განთესილი ხორვატი მირიანა ლუჩიჩ-ბარონი იქნება, რომელმაც ამერიკელი ირინა ფალკონი 6:3, 6:3 დაამარცხა.

სამწუხაროდ, ვაჟთა საკვალიფიკაციო ბადეს გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი. მე-2 წრეში მან მე-17 რეიტინგის მქონე სლოვენიელ ალიაზ ბედენეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ერთ საათში 3:6, 3:6 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112894