ფეხბურთი

23:56 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიამ" ცენტრალური მცველი დაიმატა

    ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" სეგუნდადივიზიონში დაქვეითებულ "ოსასუნასგან" ესპანელ მცველ ალეხანდრო არიბასს დაიმატებს. აღნიშნულ ინფორმაციას ანდალუსიელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

მადრიდში დაბადებული 25 წლის ფეხბურთელი, ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ორწლიან ხელშეკრულებასაც გააფორმებს. "სევილია" პამპლონელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ არაფერს გადაუხდის, რადგან არიბასი ტავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

გასულ სეზონში ესპანელმა მცველმა 38 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112637