რაგბი

13:04 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სეუ-ს 7-კაცა დაუმარცხებელია

 

 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდმა “სეუ”-მ, ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მიმდინარე საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი შეხვედრა მოიგო და თასისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ბესიკ ხამაშურიძის შეგირდებმა პირველ შეხვედრაში ლისანობის უნივერსიტეტის გუნდი 22:5 დაამარცხა. ეს იყო ერთადერთი ლელო, რომელიც ქართველმა მორაგბეებმა ტურნირის პირველ სათამაშო დღეს მიიღეს. მეორე მატჩში “სეუ”-მ მასპინძელთა, უტრეხტის უნივერსიტეტის გუნდი 34:0 გაანადგურა, ბოლოს კი, რიგის გუნდს 24:0 აჯობა.

თასის ნახევარფინალში “სეუ”-ს მეტოქე პორტუს უნივერსიტეტი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ფინალში უტრეხტისა და ციმბირის უნივერსიტეტებს შორის მოგებულს შეხვდება. დიდი ალბათობით, ფინალი რუსულ-ქართული იქნება, რადგან ციმბირელებმა ქართველთა მსგავსად სამივე თამაში მოიგეს და თანაც ისე, რომ ერთი ლელოც არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, რომ “სეუ”-მ შარშან სოფიაში გამართული საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი მოიგო და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული ყველა ტიტული მოიპოვა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.27505