ფეხბურთი

22:34 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემპტონმა" შნაიდერლინი 27 მილიონად შეაფასა

 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "საუთჰემპტონის" ნახევარმცველი მორგან შნაიდერლინი, შესაძლოა, კლუბის მორიგი ძვირადღირებული გაშვებული ფეხბურთელი გახდეს, ლუკ შოუს (27 მილიონი გირვანქა, "მანჩესტერი") და ადამ ლალანას (20 მილიონი, "ლივერპული") შემდეგ.

საუთჰემპტონელები მზად არიან 24 წლის ფრანგი არანაკლებ 27 მილიონ გირვანქად გაყიდონ. მსურველი კლუბები კი ლონდონის "არსენალი" და "ტოტენჰემი" არიან.

შნაიდერლინმა ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მხოლოდ ერთ მატჩში, ეკვადორის წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში ფრანგმა 36 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ჯერჯერობით ხორვატი ფეხბურთელის დეიან ლოვრენის ტრანსფერი "ლივერპულში" ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ბრიტანული მედიის ცნობით, ხორვატი უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მერსესაიდელი გახდება. "საუთჰემპტონი ამ გარიგებით დამატებით 20 მილიონ გირვანქას მიიღებს. 

მართალია ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საუთჰემპტონელები ფეხბურთელების გაშვებით სოლიდური თანხის მარაგს აიღებენ, მაგრამ საკვანძო ფეხბურთელების დაკარგვით, პრემიერლიგაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდებათ.

გიორგი ბალახაძე

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127658