ფეხბურთი

22:45 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სანდერლენდმა” რიკი ალვარესი ინათხოვრა

მილანის “ინტერის” არგენტინელი ნახევარმცველი, რიკი ალვარესი, ინგლისურ “სანდერლენდში” განაგრძობს კარიერას. ტრანსფერი “შავი კატების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ალვარესი “სანდერლენდში” ერთწლიანი არენდით ითამაშებს. სეზონის დასრულების შემდგომ კი, ინგლისურ კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება.

26 წლის ფეხბურთელი, “ინტერში” 2011 წლიდან თამაშობდა და 90 ჩატარებულ შეხვედრაში 14 გატანილი გოლითა და 19 საგოლე გადაცემით გამოირჩა. 

ირაკლი ალიმბარაშვილი

 

0.112198