ფეხბურთი

13:31 | 3.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიას” აკაკი ჯანელიძე შეურთდა

 

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის B ზონაში მე-2 ადგილზე მყოფ “სამტრედიას” შემტევი ნახევარმცველი აკაკი ჯანელიძე შეუერთდა.

მან სამტრედიელთა რიგებში პირველად პარასკევს “ეროსი მანჯგალაძეზე” ფოთის “კოლხეთთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში ითამაშა, რომელიც 2:2 დასრულდა. ჯანელიძემ მეორე ტაიმი ჩაატარა. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპი მან “კოლხეთში” გაატარა, სადაც 5 მატჩი ითამაშა.

22 წლის ჯანელიძეს მოლდოვის ნაციონალ დივიზიაშიც (უმაღლესი ლიგა) უასპარეზია, სადაც რიბნიცას “ისკრა-სტალში” ირიცხებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114315