ფეხბურთი

19:47 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სამპდორიამ” სილვესტრე ინათხოვრა

მილანის “ინტერმა” 29 წლის ცენტრალური მცველი, მატიას სილვესტრე, გენუის “სამპდორიაში” გაანათხოვრა – იუწყება “ნერიაძურის” ოფიციალური ვებგვერდი.

არგენტინელი მცველი, გენუურ კლუბში ერთი სეზონი დარჩება და საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდგომ, მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

სილვესტრე გასულ სეზონში “მილანში” იყო განათხოვრებული.

ირაკლი ალიმბარაშვილი

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114084