ჭიდაობა

23:14 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამბოში არჩილ ჩოხელის ხსოვნის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი ჩატარდა

19 სექტემბერს, სპორტულ კომპლექს “მართვეს” (ცოტნე დადიანის 134) დარბაზში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის არჩილ ჩოხელის პირველი მემორიალური საერთაშორისო ტურნირი გაიმართა სამბოში დიდებს შორის.

მემორიალურ ტურნირზე, სადაც ქართველი სპორტსმენების გარდა, სომხეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, ჩემპიონ-პრიზიორები სულ 9 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

გამარჯვებული სამბისტებით საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაკომპლექტდება, რომელიც 20-24 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ნარიტაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

არჩილ ჩოხელის ხსოვნის მემორიალს, სამბოსა და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ფინალურ შეხვედრებზე იმყოფებოდა სპორტისა და ახალგარდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი დოლაბერიძე.

არჩილ ჩოხელი 2012 წლის 29 აგვისტოს, სოფელ ლაფანყურთან მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.114191