ფეხბურთი

19:05 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძესთვის მსაჯის ქმედება გაუგებარია

 

ბაქოს “ინტერის” მცველ ლაშა სალუქვაძისთვის გაუგებარია თუ რატომ გააძევა ბულგარელმა არბიტრმა უეფას ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ “ელფსბორგთან” მატჩის მე-3 წუთზე.

“მსაჯი არასწორად მოიქცა, როდესაც გამაძევა. ეს ბოლო იმედის ჯარიმა არ იყო. რაც შეეხება პენალტს, მასზე ვერაფერს ვიტყვი. მსაჯმა თავისი გადაწყვეტილებით “ინტერი” “მოკლა”. სხვათა შორის, მსაჯი ჩვენს გუნდს ასე პირველად არ ექცევა. არ ვიცი და არ მესმის ბულგარელ არბიტრს ჩვენგან რა უნდოდა” – იუწყება სალუქვაძის სიტყვებს azerisport.com-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112373