ფეხბურთი

16:47 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "რეალმაც" დაასვენა

 

დღეს, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ "სოსიედადის" წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"ჩვენ ვამჯობინებთ მომდევნო მატჩისთვის რონალდუმ დაისვენოს, რათა "ატლეტიკოს" და ჩემპიონთა ლიგაზე "ბაზელის" წინააღმდეგ მატჩებს, პორტუგალიელი ბოლომდე გამოჯანმრთელებული შეხვდეს." _ განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ბენტუმ, რონალდუ ნაკრების მიღმა დატოვა და გადაწყვეტილება კრიშტიანუს ფიზიკური პრობლემებით ახსნა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11312