ფეხბურთი

20:52 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" არგენტინელი პარედესი დაიმატა

"ბოკა ხუნიორსის" არგენტინელი ფეხბურთელი ლეანდრო პარედესი ერთწლიანი იჯარის წესით, მომდევნო სეზონს "რომაში" გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

გასული სეზონის ნახევარი 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა "კიევოში" გაატარა და იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო. ახალგაზრდა ფეხბურთელს "რომაში" თავის გამოჩენის და დარჩენის შანსი გაუჩნდა. "მგლებმა" არგენტინელი ფეხბურთელი ერთი წლით ინათხოვრეს და გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვეს, იმ შემთხვევაში თუ პარედესი კარგად ითამაშებს.

აღნიშნული იჯარა იტალიელებს 220 000 გირვანქა დაუჯდათ.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113093