ფეხბურთი

15:25 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ასტორის სამი კვირით მოისაკლისებს

"რომას" მცველმა დავიდე ასტორიმ ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის ცსკა-სთან მოგებულ მატჩში (5:1) მუხლის ტრავმა მიიღო და სამი კვირის განმავლობაში უქმობა მოუწევს.

შესაბამისად, იტალიელი ფეხბურთელი "ჯალოროსოს" სერია ა-ს მატჩებში "კალიარის", "პარმას", "ვერონას" და "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. ასტორი ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრასაც გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი "რომამ" "კალიარიდან" ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით აიყვანა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101016