ფეხბურთი

23:29 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგესი "რეალში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

მადრიდის "რეალმა" ახალწვეული ხამეს როდრიგესი "სანტიაგო ბერნაბეუზე" წარადგინა. ოფიციალურ პრეზენტაციაზე, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების შემტევს, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუნდის 10-ნომრიანი მაისური გადასცა.

როგორც უკვე გაცნობეთ, ახლახან დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ესპანურ გრანდთან ექვსწლიან კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერა. არაოფიციალური ინფორმაციით, "რეალმა" 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში "მონაკოს" 80 მილიონი ევრო გადაუხადა, კოლუმბიელის ანაზღაურებად კი წლიურად 7 მილიონი ევრო სახელდება. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132508