ფეხბურთი

14:21 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებით ბედნიერია

 

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურისთვის მზადაა. დღეს “წითლები” ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდებიან ლიგაზე. ისინი “ენფილდზე” დებიუტანტ “ლუდოგორეცს” მიიღებენ.

როჯერსმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ბედნიერია “ლივერპულის” ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებით, რადგან ეს ტურნირი განსაკუთრებული მოვლენაა და მატჩის დაწყებას მოუთმენლად ელის.

“ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ლიგას ვუბრუნდებით, რითაც ბედნიერები ვართ. ამისთვის, ბევრი მუშაობა დაგვჭირდა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ პროგრესი და ამ ტურნირზე რეგულარულად გავიდეთ. ხუთი წელი “ლივერპულის” გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი მიზანი, ჯგუფიდან გასვლა და ყველა შეხვედრაში სამი ქულის მოპოვებაა.

ეს არის ჩემი სადებიუტო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც განსაკუთრებული იქნება. მახსოვს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში “გომელთან”. ის მაისური ახლაც შენახული მაქვს, რომელიც იმ მატჩში მეცვა, რადგან მაშინ პირველად გავუძეხი “ლივერპულს” ევროტურნირებზე. ჩემპიონთა ლიგა კი, სულ სხვა მოვლენაა. დღევანდელი დღე გამორჩეული იქნება, რადგან ლიგა “ენფილდზე” ბრუნდება და ყველაფერს გავაკეტებთ, რათა მოგებით გავახაროთ გულშემატკივარი”, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულისა” და “ლუდოგორეცის” შეხვედრა დღეს ჩვენი დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112635