ფეხბურთი

14:15 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქპრ-მა მაკკარტი და რობინსონი დაიმატა

 

ინგლისურ ქპრ-ს ორი ახალწვეული ჰყავს – იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

პირველი შენაძენი ინგლისის 21 წლამდე ნაკრების მეკარე, ალექს მაკკარტია, რომელიც “რედინგში” თამაშობდა. მან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა ახალ კლუბთან.

მეორე ახალწვეული “ლივერპულის” აწ უკვე ყოფილი მცველი, ჯეკ რობინსონია. 20 წლის მცველი, ოთხი სეზონის მანძილზე დარჩება ლონდონურ კლუბში, თუმცა მიმდინარე სეზონს ჩემპიონშიფის “ჰადერსფილდში” ჩაატარებს არენდით.

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109264