ძიუდო

18:46 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები 1 ოქროს, 2 ბრინჯაოსა და ასევე გუნდურ შეჯიბრში მოპოვებული 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

25-31 აგვისტოს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედლის მოპოვება 81 კგ. წონით კატეგორიაში - ავთანდილ ჭრიკიშვილმა შეძლო, 2 ბრინჯოს მედალი აიღეს ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ), გუნდურ შეჯიბრში კი საქართველოს ნაკრებმა მე-3 საპრიზო ადგილი ბრაზილიის ნაკრების 3:2 დამარცხებით მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონი აღარ ჰყოლია და ავთანდილ ჭრიკიშვილის მიღწევა ამ მხრივაც გამორჩეულია. ჭრიკიშვილმა 2014 წელს ევროპის ჩემპიონის და ასევე რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველაზე პრესტიჟული - მძიმე წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრა, ქართველმა მსაჯმა - ვლადიმერ ნუცუბიძემ იმსაჯა. 

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების დელეგაცია მთავარ მწვრთნელ - ირაკლი უზნაძესთანდა ფედერაციის პრეზიდენტ - დავით ქევხიშვილთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 სექტემბერს 15:45 წუთზე ჩამოფრინდა. 

ძიუდოისტებს აეროპორტში, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ოლიმპიური ჩემპიონი - პარლამენტის წევრი - შოთა ხაბარელი და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - თამაზ თევზაძე დახვდნენ და წარმატება მიულოცეს.

1 ოქრო - ავთანდილ ჭრიკიშვილი 
2 ბრინჯაო - ვარლამ ლიპარტელიანიამირან პაპინაშვილი
1 ბრინჯაო - გუნდური


სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110364