ფეხბურთი

13:22 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების მოგება და ფრე ლატვიაში

ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, გათამაშების ლიდერმა რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, სტუმრად “იელგავა” 1:0 დაამარცხა.

ლაშა დვალმა გამარჯვებულებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი კლიმიაშვილი მოედანზე არ გამოჩენილა. “სკონტო” 10 გუნდში პირველ ადგილზე 52 ქულითაა.

დაუგავპილსის “დაუგავამ” შინ რიგის “დაუგავასთან” 2:2 ითამაშა. ბიძინა ცინცაძემ მასპინძლებში თავიდან ბოლომდე იასპარეზა, ხოლო გიორგი ჩიხრაძე, ჯემალ ჯალიაშვილი და გიორგი ხუმარაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ. დაუგავპილსელები 41 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

ლატვიის მოქმედმა ჩემპიონმა “ვენტსპილსმა” თავის მოედანზე “ლიეპაიას” 1:0 აჯობა. თორნიკე თარხნიშვილმა მასპინძლებში მინდორზე 90 წუთი დაჰყო. “ვენტსპილსი” 47 ქულით მეორეა.

ლიტვის A ლიგის მე-20 ტურში, კლაიპედას “გრანიტასმა” თანაქალაქელი “ატლანტასი” მიიღო და 0:3 დამარცხდა. თამაზ ჩარგეიშვილსა და გიორგი ალავერდაშვილს “გრანიტასში” არ უთამაშიათ. “გრანიტასი” 22 ქულით 10 გუნდში მერვეა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114937