სხვა

21:04 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ წყალბურთელებს რუსებთან რევანშის შანსი ექნებათ

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო და ახლა, მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილებისთვის ითამაშებს.

ქართველი წყალბურთელები ამჯერად საფრანგეთთან დამარცხდნენ – 6:10 (2:2, 1:3, 2:3, 1:2). თითოჯერ თავი ბექა ქავთარაძემ, დამირ ცრეპულიამ, მარკო ელეზმა, მარკო ელაჩამ, მიხეილ ბაღათურიამ და კაპიტანმა ზურაბ რურუამ გამოიჩინეს. ფრანგთაგან საუკეთესო მიკაელ ბოდეგასი იყო, რომელმაც 7 დარტყმიდან 4 გოლად აქცია.

25 ივლისს საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომელმაც თავის მხრივ გერმანიასთან 8:9 წააგო. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ქართველები რუსებთან 12:16 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117817