ძიუდო

20:41 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ ოქროს კოცოევი გადაეფარა

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 4-6 ივლისს ათენში გამართული ევროპის ჩემპიონატი 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 40 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა. ამავე ასაკობრივი ჯგუფის გოგონათა გუნდი კი ბერძნულ ტატამზე არასრული შემადგენლობით გავიდა და ტურნირი მედლის გარეშე ჩაამთავრა.

დღეს ვაჟებს შორის ჩემპიონ-პრიზიორები 81, 90 და +90 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საქართველოს დროშის ქვეშ სამმა ჭაბუკმა იჭიდავა და მათგან ორმა: გიორგი გველესიანმა და დავით რამაზაშვილმა (ორივე 90 კგ) პოდიუმზე ასვლა შეძლო, მაგრამ უმაღლეს საფეხურს ვერც ერთი შეწვდა.

გველესიანმა ევროპირველობა გერმანელი მილოტ იუსუფის ვაზარ-იუკოთი ძლევით გახსნა. ლატვიელ ალექსეის აკიმენკოს წუთსა და 20 წამში მოუმთავრა საქმე, თან იპონამდე ორი იუკოს და ერთი ვაზარის აღებაც მოასწრო. ნახევარფინალში ავსტრიელ აარონ ფარას ერთი ვაზარი აკმარა. ჩემპიონის ტიტულამდე კი უკრაინის სახელით მოჭიდავე ზელიმ კოცოევის ძლევა დააკლდა.

რამაზაშვილსაც სწორედ კოცოევმა დააკარგვინა ოქრო-ვერცხლის შანსი, ნახევარფინალში ძლევით. ამ შეხვედრამდე ქართველი ძიუდოისტი სამი სუფთა გამარჯვებით მივიდა – ლიტველ ანტანას კმიელიაუსკასს, უნგრელ გერგო ბერენცსა და პოლონელ იაკუბ ოზიმეკს აჯობა. კოსტოევთან მარცხის შემდეგ კი რეპეშაჟის ფინალში აზერბაიჯანელ მუსა შაკარალიევს მესამე წუთზე მოუმთავრა საქმე და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს ძედიზედ მეორედ დაეუფლა.

დღესვე, ათენში კიმონო დავით იმერლიშვილმაც (81 კგ) მოირგო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ – პირველსავე წრეში, ჰოლანდიელ მაუკ მოერმანთან ვაზარის უპირატესობა ვერ გამოიყენა და იპონით დამარცხდა.

დაბოლოს, შეგახსენებთ საქართველოს ვაჟთა ნაკრების პირველი ორი დღის მონაგარს – თემურ ნოზაძემ (50 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, რობიზონ ბეგლარაშვილი (55 კგ) და ბექა უდესიანი (66 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

 

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი

ჭაბუკები

ათენი

4-6 ივლისი

 

ვაჟები

 

50 კგ

1 რუსტამ ზაბოლოტნი (რუსეთი)

2 თემურ ნოზაძე (საქართველო)

3 კირილ სამოტუგი (უკრაინა)

3 კონსტანტინ სიმეონიდისი (რუსეთი)

5 ვანო ხუბაშვილი (საქართველო)

 

55 კგ

1 ნათიგ გურბანლი (აზერბაიჯანი)

2 აიუბ ბლიევი (რუსეთი)

3 რობიზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)

3 მანუელ ლომბარდო (იტალია)

 

60 კგ

1 რომარიკ ვენდ იამ ბოუდა (საფრანგეთი)

2 ოფეკ შანი (ისრაელი)

3 ნეილ მაკდონალდი (ბრიტანეთი)

3 ასიმ მამიედოვი (უკრაინა)

 

66 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2 ისმაილ ჩასიგოვი (რუსეთი)

3 ბექა უდესიანი (საქართველო)

3 დანიელ ჟეანი (საფრანგეთი)

 

73 კგ

1 ალექსანდრ კოლესნიკი (რუსეთი)

2 ტიმ გრამკოვი (გერმანია)

3 ნიკოლას ჩილარდი (საფრანგეთი)

3 მარტინ ჰოჟაკი (სლოვენია)

 

81 კგ

1 ტურპალ ტეპკაევი (რუსეთი)

2 ზაურ რამაზანოვი (რუსეთი)

3 სერგეი კრივჩაჩი (უკრაინა)

3 ედუარდ ტრიპელი (გერმანია)

 

90 კგ

1 ზელიმ კოცოევი (უკრაინა)

2 გიორგი გველესიანი (საქართველო)

3 დავით რამაზაშვილი (საქართველო)

3 აარონ ფარა (ავსტრია)

 

+90 კგ

1 ჟურ სპიკერსი (ჰოლანდია)

2 ვახიდ დაურბეკოვი (რუსეთი)

3 ალესანდრო გრაციანო (იტალია)

3 სტეფან ჰეგი (ავსტრია)

 

გოგონები

 

40 კგ

1 ჟასტინ დელოი (საფრანგეთი)

2 ლუის პეტი (ბელგია)

3 ჩიჩეკ აკიუზი (თურქეთი)

3 მარია ივკოვიჩი (სერბეთი)

5 ნატალია ყიფშიძე (საქართველო)

 

44 კგ

1 მიშელა ფიორინი (იტალია)

2 ლეილა ალიევა (აზერბაიჯანი)

3 ანიეკ ნორდერი (ჰოლანდია)

3 იანა შმიტსი (გერმანია)

 

48 კგ

1 რაბია სენიაილა (თურქეთი)

2 ბლანდინ პონტი (საფრანგეთი)

3 ეკატერინა დოლგიხი (რუსეთი)

3 მარუსა სტანგარი (სლოვენია)

 

52 კგ

1 ანდრეა ლესკი (სლოვენია)

2 ბეტინა ტემელკოვა (ბულგარეთი)

3 გვენელ პატინი (საფრანგეთი)

3 პაულინ სტარკი (გერმანია)

 

57 კგ

1 ტეა გერცკენი (გერმანია)

2 ანა დაბროვსკა (პოლონეთი)

3 ჰილდე ხაგერი (ჰოლანდია)

3 იულია კოვალჩიკი (პოლონეთი)

 

63 კგ

1 ლარა რეიმანი (გერმანია)

2 მიხაელა პოლერესი (ავსტრია)

3 ლუბიანა პიოვესანა (ბრიტანეთი)

3 ივანა სუნევიჩი (ჩერნოგორია)

 

70 კგ

1 ჯოვანა სკოსიმარო (გერმანია)

2 ეკატერინა ტოკარევა (რუსეთი)

3 სარა მაეკელბურგი (გერმანია)

3 ალექსანდრა სამარჯიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)

 

+70 კგ

1 მარინა ბუკრეევა (რუსეთი)

2 ანიტა ფორმელა (პოლონეთი)

3 კამილა პასტერნაკი (პოლინეთი)

3 მერსედეს რენატა სზიგეტვარი (უნგრეთი)

 

გუნდური ჩათვლა. ვაჟები

ო     ვ     ბ     V     VII

1 რუსეთი           3      4      1      1      0

2 აზერბაიჯანი     2      0      0      1      0

3 უკრაინა          1      0      3      0      3

4 საფრანგეთი      1      0      2      2      2

5 ჰოლანდია        1      0      0      1      1

6 საქართველო   0     2     3     1     0

7 გერმანია         0      1      1      0      1

8 ისრაელი         0      1      0      0      0

9 იტალია          0      0      2      2      2

10 ავსტრია         0      0      2      0      0

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109792