თამაშგარე

12:03 | 7.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქალი, ცხენი და ეროტიკა...

ახალი წლის დადგომას ყველა თავისებურად აღნიშნავს. ამბობენ – გველს ორიგინალური რამე-რუმეები უყვარსო და რაკი გველის წელია, ორიგინალურობაზე თავი ბრიტანელმა ცხენოსანმა ქალებმაც გამოიდეს და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ძალიან კარგადაც გამოუვიდათ...
ინგლისური საცხენოსნო კლუბის, “ლიდსის” ცხენოსანმა გოგონებმა, 2013 წლის დადგომასთან დაკავშირებით, ეროტიკული ფოტოები გადაიღეს. ეს ფოტოები სპეციალურ კალენდარში მოხვდება და ამ კალენდრის გაყიდვით აღებული ფული კი საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება.
ცხენოსანმა გოგონებმა დაახლოებით საათანახევრის მანძილზე, ცხენებთან და მეჯინიბეებთან მკერდმოშიშვლებულებმა იპოზირეს. ცხენებზე რა გითხრათ და, მეჯინიბეებს კი, ალბათ, გვარიანად აუჩქროლეს ძარღვებში სისხლი. შიშველი ასული ცხენზე – ეს ხომ ეროტიკაზე მეტიცაა!
 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.536873