ფეხბურთი

16:29 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ დი მარიაში 80 მილიონს იხდის

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა მადრიდის “რეალს” ანხელ დი მარიას სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობს. “მარკას” ცნობით, პარიზელები 26 წლის არგენტინელში 80 მილიონ ევროს იხდიან.

თუკი აღნიშნული ტრანსფერი შედგება, დი მარია “რეალის” ისტორიაში ყველაზე მაღალ ფასად გასხვისებული ფეხბურთელი გახდება. აღნიშნული რეკორდი მესუთ იოზილს ეკუთვნის, რომელიც გასულ ზაფხულს ლონდონის “არსენალში” 50 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ცნობისათვის, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, დი მარიამ “სამეფო კლუბის” მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლითა და 17 საგოლე პასით გამოირჩა.

 

0.112005