ფეხბურთი

23:02 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოშტიგა “დეპორტივოში” გადავიდა

“ვალენსიას” პორტუგალიელი თავდამსხმელი, ელდერ პოშტიგა, კარიერას ლა-კორუნიის “დეპორტივოში” განაგრძობს. ტრანსფერი ორივე კლუბმა დაადასტურა.

“ღამურებმა” პოშტიგა უსასყიდლოდ გაუშვეს. 32 წლის ფორვარდმა, “დეპორტივოსთან” ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

პორტუგალიელი “ვალენსიაში” გასულ ზაფხულს გადავიდა, თუმცა ვერ გაამართლა და სეზონის მეორე ნახევარში, “ლაციოში” მოუწია წასვლა.

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118302