ფეხბურთი

22:01 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: სტუმართა გამარჯვების გარეშე

 

გაიმართა პირველი ლიგის A ჯგუფის 6 და B ჯგუფის 2 მატჩი. 8 შეხვედრიდან სტუმარ გუნდს ერთიც არ მოუგია, ანუ მასპინძლების ტური იყო.  ცენტრალური მატჩი გაიმართა ქობულეთში, სადაც "შუქურამ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და მართალია, ვერ სძლია (1:1), მაგრამ ლიდერად დარჩა.  A ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე, ალბათ, ეს ორი გუნდი გავა, თუმცა ვინ იქნება საუკეთესო, ჯერ ძნელი სათქმელია.  

მატჩში ანგარიში ქობელეთელთა ნახევარმცველმა ლევან კუტალიამ გახსნა 75-ე წუთზე, ხოლო ბოლო წუთზე თემურ შარაშენიძემ გაათანაბრა.

გამოსარჩევია თბილისის "დინამო2"-ის 6:1 გამარჯვება ტყიბულის "მეშახტესთან", დანარჩენ შეხვედრებში კი დაძაბული ბრძოლა იყო ანგარიშების მიხედვით.

B ჯგუფში საგურამოში გამართული მატჩია გამოსარჩევი, რომელშიც ვასილ მაისურაძის "ლოკომოტივმა" 6:2 სძლია ცხრილში უფრო წინ მდგომ წყალტუბოს "სამგურალს". ჰეთ-თრიქი შეასრულა დავით ჯიქიამ, თითო გოლი ზარანდიამ, კიკაბიძემ და გავაშელიშვილმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან ორივე ბურთი გიორგი ბუხაიძემ მიითვალა.  

A ჯგუფი

გაგრა – საპოვნელა (თერჯოლა) 3:1

ჩხერიმელა (ხარაგაული) – ალგეთი (მარნეული) 2:1

შუქურა (ქობულეთი) – კოლხეთი (ფოთი) 1:1

დინამო 2 (თბილისი) – მეშახტე (ტყიბული) 6:1

ადელი (ბათუმი) – მერცხალი (ოზურგეთი) 2:1

იმერეთი (ხონი) – სქური (წალენჯიხა) 1:0

 

შუქურა                                         18                   14                3                  1                  59:15               45      
კოლხეთი (ფოთი)                    18 14 2 2 41:10 44
დინამო 2 (თბილისი)  19 11 3 5 54:24 36
გაგრა  19 9 6 4 37:21 33
საპოვნელა  18 9 3 6 31:19 30
ალგეთი  18 8 2 8 29:29 26
მეშახტე  17 6 5 6 29:29 23
ჩხერიმელა 18 6 4 8 24:37 22
იმერეთი  18 5 3 10 19:39 18
სქური  19 5 2 12 20:42 17
ადელი 19 4 3 12 21:54 15
მერცხალი 19 4 2 13 17:39 14
კახეთი 18 4 2 12 20:43 14

 

 

B ჯგუფი

ლოკომოტივი (თბილისი) – სამგურალი (წყალტუბო) 6:2

დილა 2 (გორი) - ჭიათურა 2:2

 

სამტრედია                               19                  15                  2                  2                  43:17              47   
დინამო (ბათუმი) 19 14 1 4 39:12 43
მაჭახელა 19 12 5 2 32:12 41
სასკო   19 12 2 5 37:17 38
ჭიათურა  19 10 2 7 32:27 32
სამგურალი  20 8 4 8 34:38 28
ლოკომოტივი 19 8 2 9 45:30 26
საბურთალო   19 7 3 9 29:26 24
ბეთლემი 18 7 2 9 21:24 23
კოლხეთი (ხობი) 19 6 4 9 22:40 22
ს.ტ.უ. 19 6 2 11 32:40 20
დილა 2 20 5 4 11 23:37 19
ბახმარო  19 1 7 11 20:52 10
სულორი  18 1 2 15 8:45 5

 

3 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება ტურის სხვა მატჩები: კოლხეთი (ხობი)-ბახმარო (ჩოხატაური), სტუ (თბილისი)-დინამო (ბათუმი), სამტრედია-სასკო (თბილისი), საბურთალო (თბილისი)-ბეთლემი (ქედა). 4 აპრილს გაიმართება: სულორი (ვანი)-მაჭახელა (ხელვაჩაური).  

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115112