ფეხბურთი

20:00 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველ ლიგაში ფოთის “კოლხეთი”, ხელვაჩაურის “მაჭახელა” და “სამტრედია” ლიდერობენ

ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში IX ტურის მატჩები გაიმართა. “ა” ზონაში ხუთშაბათის მატჩების შესახებ, “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, აქ პარასკევს ბოლო შეხვედრა გაიმართა: ოზურგეთში აუტსაიდერმა “მერცხალმა” “დინამო 2”-ს უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.

“ბ” ზონაში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს “მაჭახელამ” და “სამტრედიამ.” ხელვაჩაურელებმა შინ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს 2:0 მოუგეს, სამტრედიელებმა კი, ამავე ანგარიშით “დილა 2”-ს სძლიეს.

 ა ზონა

25 ოქტომბერი: მერცხალი – დინამო 2 0:4

24 ოქტომბერი: ალგეთი – გაგრა 1:0, კოლხეთი (ფთ) – საპოვნელა 4:1, მეშახტე – ჩხერიმელა 3:3, კახეთი – შუქურა 2:2, იმერეთი – ადელი 2:2

1     კოლხეთი (ფოთი)                                           8            7         0           1          18:3           21
2 ალგეთი (მარნეული) 8 6 1 1 12:4 19
3 შუქურა(ქობულეთი) 8 5 2 1 22:10 17
4 საპოვნელა (თერჯოლა) 8 5 1 2 13:6 16
5 გაგრა  9 4 3 2 19:10 15
6 მეშახტე (ტყიბული) 8 4 2 2 19:13 14
7 დინამო 2 (თბილისი) 9 4 1 4 17:10 13
8 სქური (წალენჯიხა)  8 3 0 5 8:13 9
9 ჩხერიმელა (ხარაგაული) 8 2 2 4 9:18 8
10 ადელი (ბათუმი) 9 2 1 6 10:23 7
11 კახეთი (თელავი)  8 2 1 5 6:17 7
12 იმერეთი (ხონი)  9 1 3 5 6:17 6
13 მერცხალი (ოზურგეთი) 8 0 1 7 6:21 1

 

X ტური. 5 ნოემბერი. სამშაბათი: გაგრა – ადელი, დინამო 2 – სქური, შუქურა – მერცხალი, ჩხერიმელა – კახეთი, საპოვნელა – მეშახტე, ალგეთი – კოლხეთი (ფთ); “იმერეთი” ისვენებს

 

ბ ზონა

25 ოქტომბერი: დინამო (ბთ) – ლოკომოტივი 2:0, ბეთლემი – სამგურალი 3:2, მაჭახელა – სტუ 2:0, ბახმარო – საბურთალო 2:2, ჭიათურა – სულორი 1:0, სასკო – კოლხეთი (ხბ) 6:0, სამტრედია – დილა 2 2:0

1     მაჭახელა (ხელვაჩაური)                                9       7            1         1          18:5            22    
2 სამტრედია 9 7 1 1 14:4 22
3 ჭიათურა 9 6 1 2 14:10 19
4 დინამო (ბათუმი)  8 6 0 2 16:8 18
5 სამგურალი (წყალტუბო)  9 5 1 3 22:16 16
6 ბეთლემი (ქედა)  9 4 1 4 14:12 13
7 საბურთალო (თბილისი)  8 3 2 3 13:12 11
8 სასკო (თბილისი)  9 3 1 5 14:12 10
9 ლოკომოტივი (თბილისი) 9 3 1 5 10:13 10
10 კოლხეთი (ხობი)  9 2 3 4 9:19 9
11 დილა 2 (გორი) 9 2 2 5 8:18 8
12 სტუ (თბილისი)  9 2 1 6 15:20 7
13 სულორი (ვანი)  9 1 2 6 3:13 5
14 ბახმარო (ჩოხატაური) 9 0 5 4 7:15 5

 

X ტური. 6 ნოემბერი. ოთხშაბათი: ლოკომოტივი – დილა 2, კოლხეთი (ხბ) – სამტრედია, სულორი – სასკო, საბურთალო – ჭიათურა, სტუ – ბახმარო, სამგურალი – მაჭახელა, დინამო (ბთ) - ბეთლემი 

 

შენიშვნა: წლეულს, პირველი ლიგის გათამაშება განსხვავებული ფორმატით ტარდება. შარშანდელივით ისევ ორი – “ა” და “ბ” ზონებია, თუმცა “ა” ზონაში 13 გუნდი იასპარეზებს (აჩაბეთის “ლიახვი” მოიხსნა გათამაშებიდან), “ბ” ზონაში კი – 14. გათამაშება ჩატარდება 2 წრედ. ორივე ზონაში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები პლეი ოფში იასპარეზებენ. პლეი ოფის გათამაშება, 4 გუნდს შორის, ჩატარდება თბილისში, ერთ წრედ. საუკეთესო 2 უმაღლესი ლიგის საგზურს მოიპოვებს. “ა” და “ბ” ზონებში ბოლო სამ ადგილებზე გასულები, მეორე ლიგაში დაქვეითდებიან.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118798