ფეხბურთი

19:25 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეტკოვიჩმა 23 შვეიცარიელს უხმო

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ახალმა თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა, ინგლისის წინააღმდეგ, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ბოსნიელი სპეციალისტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: რომან ბიურკი ("ფრაიბურგი", გერმანია), მარვინ ჰიტცი ("აუგსბურგი", გერმანია), იან ზომერი ("მიუხენგლადბახი", გერმანია).

მცველები: ლორის ბენიტო ("ბენფიკა", პორტუგალია), იოან ჯურუ ("ჰამბურგი", გერმანია), შტეფან ლიხშტაინერი ("იუვენუსი", იტალია), რიკარდო როდრიგესი ("ვოლსბურგი", გერმანია), ფაბიან ჩერი ("ბაზელი"), ფილიპ სენდეროსი ("ასტონ ვილა", ინგლისი), სტივ ვონ ბერგენი ("იანგ ბოიზი"), სილვან ვიდმერი ("უდინეზე", იტალია).

ნახევარმცველები: ვალონ ბეჰრამი ("ჰამბურგი", გერმანია), ბლერიმ ჯემაილი, გეკჰან ინლერი (ორივე "ნაპოლი", იტალია), კასამი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), გელსონ ფერნანდესი ("რენი", საფრანგეთი), ფაბიან ფრეი ("ბაზელი"), შერდან შაქირი ("ბაიერნი", გერმანია), ვალენტინ შტოკერი ("ჰერტა", გერმანია), გრანიტ ჯაკა ("მიუხენგლადბახი", გერმანია).

თავდამსხმელები: ჰარის სეფეროვიჩი ("აინტრახტი", გერმანია), ადმირ მეჰმედი ("ფრაიბურგი", გერმანია), იოსიპ დრმიჩი ("ლევერკუზენი", გერმანია).

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148009