ძიუდო

10:56 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრუაშვილმა მოიგო, მატიაშვილმა დაასრულა

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა. ტურნირზე მესამე ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ალესიო მასკეტის სამწუთნახევარში, უილეთოდ აჯობა - მსაჯმა იტალიელი პასიურობის გამო ოთხჯერ გააფრთხილა.

მერვედფინალში ოქრუაშვილი ჰოლანდიელ როი მეიერს დაეჭიდება.

დღესვე, საქმეში ასევე +100 კილოგრამში მოჭიდავე ლევან მატიაშვილიც ჩაერთო, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში ლიტველ მარიუს პასკევიჩუსთან წუთსა და 44 წამში იპონით წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11921