ძიუდო

11:43 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქრუაშვილი მერვედფინალს ვერ გასცდა

ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ ჩათვლაში მედლების სამი კომპლექტი დარჩა გასათამაშებელი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის კი შეჯიბრება უკვე დასრულებულია.

დღეს რუსულ ტატამზე მძიმეწონოსნები ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი გავიდნენ, მაგრამ ორივე საწყის ეტაპზე დამარცხდა.

ოქრუაშვილმა პირველ მეტოქეს – იტალიელ ალესიო მასკეტის გაფრთხილებებით აჯობა და მერვედფინალში ჰოლანდიელ როი მეიერთან ვაზარ-იუკოთი დამარცხდა. მატიაშვილმა კი ლიტველ მარიუს პასკევიჩუსთან იპონით წააგო.

ხვალ ჩელიაბინსკში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103659