თამაშგარე

11:22 | 23.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ კანის ცოლმა მკერდის გაზრდა გადაიფიქრა

ლეგენდარული გერმანელი მეკარის, ოლივერ კანის მეუღლე, სიმონე კანი, ბევრი ფიქრისა და ტვინის ჭყლეტვის შემდეგ მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მკერდის ზომის ხელოვნურად გადიდება არ ღირს და ამა სოფლის სილამაზე ნატურალურობასა და ბუნებრიობაშია.
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ოლივერის ცოლს მკერდის გასადიდებელი არაფერი სჭირს და მიუხედავად იმისა, რომ მისი მკერდი ქვევრის ძირივით დიდი და მრავლისამტანი შეიძლება არ იყოს, სიმონე კანს ამ მხრივ მაინც არაფერი დაეწუნება.
ვეტერანი გერმანელი გოლკიპერი ცოლის ახირებებსა და სურვილებს სრული სიმშვიდით იტანს და როგორც ჰერ ოლივერი ამბობს, მისთვის სულ ერთია ცოლს დიდი მკერდი ექნება თუ არა. აბა ქმარისთვის თუ სულ ერთია, საინტერესოა სხვა ვიღასთვის უნდა უნდოდეს ქალს მკერდის გაზრდა?!  
 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115277