სხვა

16:09 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიური ფესტივალისთვის” მერია ტენდერს აცხადებს

თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.

განცხადება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ის მოუწოდებს კომპანიებს მონაწილეობა მიიღონ ტენდერში და წარადგინონ საკუთარი პირობები.

დავით ნარმანია: “ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და საკანალიზიცაიო სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ტენდერს ვაცხადებთ. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებით, ამ მიმართულებით 10 მილიონი ლარია გამოყოფილი და საქართველოს მთავრობისგან ვითხოვეთ თანხმობა გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერზე, რათა დროულად დაიწყოს პროცესი. მივმართავთ კომპანიებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი ინტერსი, თვალყური მიადოვნონ უახლოეს პერიოდში გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერს, რათა დროულად შემოიტანონ წინადადებები”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115037