ფეხბურთი

17:24 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხამეს როდრიგესი “რეალის” წევრია

 

კოლუმბიელმა ხამეს როდრიგესმა მადრიდის “რეალთან” ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ესპანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა. ტესტირებისას როდრიგესს ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა ვერ აღმოუჩინეს, კონტრაქტის პირობები კი საჯაროდ არ ცხადდება.

სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ 23 როდრიგესი წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, წლევანდელი მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი ხამეს როდრიგესი უწინ კოლუმბიის “ენვიგადოს”, არგენტინის “ბანფილდის” და “პორტუს” ღირსებას იცავდა, გასულ სეზონში კი “მონაკოს” შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111249