ფეხბურთი

12:12 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “მანჩესტერმა” მოიესი დაითხოვა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დევიდ მოიესი გაათავისუფლა. ამ ინფორმაციას “წითელი ეშმაკების” ოფიციალური საიტი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, შოტლანდიელმა სპეციალისტმა თავისი თანამემამულე ალექს ფერგიუსონი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეცვალა. სავარაუდოდ, “მანჩესტერის” ლეგენდარული ნახევარმცველი რაიან გიგზი სეზონის ბოლომდე გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მოიესის შემცვლელებად განიხილებიან იურგენ კლოპი, დიეგო სიმეონე, ლორან ბლანი, ანტონიო კონტე და ლუის ვან გალი.

 

0.103825