ფეხბურთი

17:27 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუ: “ჩვენ უკეთესები ვიყავით”

 

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ესპირიტო სანტომ, “მალაგასთან” მოგებული (3:0) მატჩის შემდგომ, პრესკონფერეციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილია. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი მეტოქეს მოთამაშის გაძევებამდეც აღემატებოდა. 


“ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით, მეტოქის მოთამაშის გაძევებამდეც.

მთელი შეხვედრის მანძილზე, თამაშის სცენარს კარგად ვაკონტროლებდით. მინდა, რომ მოთამაშეებს გამარჯვება მივულოცო, მაგრამ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, რათა ჩემს მეთოდებს მოერგოს გუნდი. დრო გვჭირდება, მაგრამ დასაწყისი კარგია”. – ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Fოოტბალლ Eსპანა.


 
ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109448