ფეხბურთი

20:15 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" დე გუზმანი დაიმატა

 

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ვილიარეალის" ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი ჯონათან დე გუზმანი, კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ნეაპოლური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

26 წლის ჰოლანდიელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლისთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო იტალიელები ესპანელებს, ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი გასული ორი სეზონი "სუონსიში" იყო განათხოვრებული. უელსური კლუბის მაისურით, დე გუზმანმა 93 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლთან ერთად, 13 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111146