ფეხბურთი

21:04 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: “ჩავი “ნიუ-იორკში” იანვარში გადავა”

როგორც “მსოფლიო სპორტმა” უკვე გაუწყათ, “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა – ჩავიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიმდინარე ზაფხულში კლუბს არ დატოვებს, რითაც არსებულ ჭორებს, თითქოს იგი MLS-ის რომელიმე გუნდში გეგმავდა გადასვლას, ერთი შეხედვით, წერტილი დაუსვა.

თუმცა, საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა Mundo Deportivo-მ. გამოცემის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი ზამთარში “ნიუ-იორკ სიტის” შეუერთდება და კლუბთან 2+1 სისტემის ხელშეკრულებას გააფორმებს. ამავე ინფორმაციით, ერნანდესს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ლუის ენრიკემ ურჩია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში “ნიუ-იორკ სიტიმ” უკვე დაიმატა დავიდ ვილია და ფრენკ ლამპარდი.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135015