ძიუდო

14:42 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსხალაძის ვერცხლი ზაგრებში

ქართველმა ძიუდოისტმა ალექსანდრე მსხალაძემ ზაგრების გრან-პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან 100 კგ. წონით კატეგორიაში პირველ წრეში მეორე ნომრად განთესილი ბრაზილიელი რაფაელ ბუზაკარინი დაამარცხა, შემდეგ კი სერბ შტეფან იურიშიჩს და ალჟირელ ლიეს ბუიაკუბს სძლია.

ალექსანდრე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ადლან ბისულტანოვს გადაეყარა და მარცხი განიცადა. მსხალაძემ, რომელიც ტურნირზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო, გრან პრის ვერცხლის მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10733