ფეხბურთი

20:31 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: “ახალწვეულები კლუბის ამბიციებზე მეტყველებენ”

მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ლუკა მოდრიჩი, მომავალ სეზონს ოპტიმისტურად უყურებს და ახალწვეულების იმედი აქვს. ლუკას ინტერვიუს Marca ავრცელებს:

“პირადად ჩემგან სრულყოფილ სეზონს ველი. ჯანმრთელობა და ტრავმებისგან თავის არიდება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გუნდს, გასული სეზონი შესანიშნავი იყო და შემდეგ სეზონში კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოპოვებას ვგეგმავთ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ორი ახალწვეული – ხამეს როდრიგესი და ტონი კროოსი შეუდარებლები იყვნენ. ისინი საოცარი ფეხბურთელები არიან და მათი გადმოყვანით, “რეალმა” ყველას ნათლად მიანიშნა საკუთარ ამბიციებზე.” – განაცხადა ხორვატმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში “რეალმა” ტონი კროოსი და ხამეს როდრიგესი, შესაბამისად 30 და 80 მილიონ ევროდ შეიძინა.

ლევან გოგოტიშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135519