ფეხბურთი

10:16 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიხალ ბილეკი: “მეტოქემ თავისუფალი სივრცეებით კარგად ისარგებლა”

აქტობეს ცენტრალურ სტადიონზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც თბილისის “დინამო” 0:3 დამარცხდა, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა. დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – ჩეხმა მიხალ ბილეკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“პირველ რიგში მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. შეხვედრას რაც შეეხება, პირველ ტაიმში საკმაოდ დაძაბულად და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. აუცილებლად გვესაჭიროებოდა გოლის გატანა და მატჩის მე-60 წუთიდან შევეცადეთ შეტევაში მეტი ძალებით წავსულიყავით. ამან მეტი თავისუფალი სივრცეები წარმოქმნა ჩვენს ნახევარზე, რომლითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117308