ფეხბურთი

20:31 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" გაბრიელს გაანათხოვრებს

 

მას შემდეგ, რაც იტალიურმა გრანდმა "მილანმა", მადრიდის "რეალისგან" ესპანელი მეკარე დიეგო ლოპესი დაიმატა, კარის დარაჯთა შორის კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა. მომდევნო სეზონში, ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად ლოპესი, აბიატი, აგაზი და გაბრიელი იბრძოლებენ.

"როსონერი" მზადაა, 21 წლის ბრაზილიელი მეკარე გაბრიელი, მომდევნო სეზონში სხვა კლუბში პრაქტიკის მისაღებად გაუშვას. გოლკიპერის დამატება კი "პალერმოს" სურს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი "მილანმა" 2012 წელს "კრუზეირუდან" 500 000 ევროს სანაცვლოდ იყიდა. გაბრიელმა "როსონერის" შემადგენლობაში სულ 7 მატჩი ჩაატარა და რა გასაკვირია, ლოპესის მისვლის შემდეგ, კლუბს მისი განათხოვრება რომ მოუნდა.

გიორგი ბალახაძე

თეგებიგაბრიელი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112838