ფეხბურთი

16:53 | 22.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძემ უზბეკეთში მდგომარეობა გაიუმჯობესა

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-2 ტურის გამოტოვებულ მატჩში, ტაშკენტის “ფახთაქორმა” “შურტანი” სტუმრად 2:1 დაამარცხა.

ტაშკენტელებს ქართველმა ნახევარმცველმა კახა მახარაძემ შეუცვლელად უკაპიტნა. მოქმედმა ჩემპიონმა “ფახთაქორმა” სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო, მაგრამ ახლა ვითარება გამოასწორა და 16 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) 32-ე ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუ” თანაქალაქელ “დაჩიას” სტუმრად უგოლოდ გაეყარა.

“ზიმბრუს” სასტარტო შემადგენლობაში იყო თორნიკე სტეფნიაშვილი, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს. გუნდის კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი, ბაქარ მირცხულავა და კონსტანტინე გაბაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდნენ. “ზიმბრუს” 43 ქულა აქვს და ბოლოსწინა ტურამდე 12 გუნდში სატურნირო ცხრილში მეექვსეა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაჩემპიონებულმა ტირასპოლის “შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, შინ “კოსტულენს” 2:1 სძლია. “შერიფი” გათამაშებას 77 ქულით ლიდერობს.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-12 ტურში, “პაიდემ”, სადაც თენგიზ ეთერია ირჯება, საკუთარ მოედანზე “ტრანსთან” 0:1 წააგო. ქართველმა თავდამსხმელმა 90 წუთი ითამაშა. “პაიდეს” 12 ქულა აქვს და 10-გუნდიან მეისტრილიგაში მეხუთეა.


თეგებიმახარაძე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.078941