ფეხბურთი

17:30 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცვალაძე: 2-წლიანი კონტრაქტი და 20-ნომრიანი მაისური

 

ოთარ მარცვალაძემ რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ტიხვინის “ტოსნოსთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ “ტოსნოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ტიხვინელებმა 30 წლის ქართველი თავდამსხმელი განაცხადში შეიყვანეს, მარცვალაძე ახალ გუნდში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მას “ტოსნოში” თანამემამულეებიდან მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველი გიორგი ნავალოვსკი და ნახევარმცველი მიხაილ გორელიშვილი დახვდნენ.

აქამდე, მარცვალაძეს რუსეთში მახაჩყალის “ანჟიში”, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში”, “კრასნოდარში”, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიაში” და ვლადიკავკაზის “ალანიაში” უთამაშია.

0.114616