ფეხბურთი

18:19 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძეს პორტუგალიაში დებიუტი ჰქონდა

გიორგი მაკარიძემ პირველი მატჩი ჩაატარა პორტუგალიურ "ფეირენსეში", რომელიც რანგით მეორე ლიგაში გამოდის. "პორტიმონენსესთან" გასვლით შეხვედრაში გიორგის გუნდი 2:0-ს იგებდა, მაგრამ 2:3 წააგო. "ფეირენსე" 5 ტურის შემდეგ 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

მაკარიძე ბოლოს კვიპროსულ "დოქსაში" იყო, მანამდე კი 5 სეზონი გაატარა ფრანგულ "ლე მანში". გიორგის 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, როცა გუნდს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112688