ფეხბურთი

1:06 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე სეზონის ბოლომდე კვიპროსზე ითამაშებს

24 წლის ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე კვიპროსის კლუბ “დოქსაში”  გადავიდა. “დოქსა” უმაღლეს ლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა, ლიგიდან კი ორი გუნდი ვარდება. მაკარიძე სეზონის ბოლომდე ითამაშებს ამ გუნდში. ის თავისუფალი აგენტი გახლდათ და შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეეძლო კლუბში ჩარიცხვა.

მაკარიძემ “მსოფლიო სპორტს” დაუდასტურა “დოქსაში” გადასვლა.

“სეზონის ბოლომდე ვითამაშებ. დიდხანს გამიგრძელდა უკლუბოდ ყოფნა. 90-ნომრიანი მაისურა ავიღე, რომლითაც საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი”.

შეგახსენებთ, რომ მაკარიძე 4,5 წლის განმავლობაში ფრანგულ “ლე მანში” გახლდათ და საფრანგეთის ლიგა1-შიც უთამაშია. შარშან ზაფხულს “ლე მანი” მესამე ლიგაში გავარდა, რასაც კლუბის ბანკროტად გადაქცევაც მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118046