ფეხბურთი

14:07 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიამ მანჯგალაძეს აჯობა

ჯაბა ლიპარტია მომავალ სეზონსაც უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ ლუგანსკის “ზორიაში” გაატარებს.

ქართველი ნახევარმცველი მომავალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადება და ორშაბათს “ზორიას” დუბლშემადგენლობის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა, რომელიც ლუგენსკელთა პირველმა გუნდმა 1:0 მოიგო.

ლიპარტია მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა და “ზორიას” ვებგვერდის ცნობით, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში სიზუსტე არ ეყო.

“ზორიას” დუბლშემადგენლობაში ითამაშა ნახევარმცველმა გიული მანჯგალაძემ, რომელიც განვლილ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

თეგებილიპარტია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116984