ფეხბურთი

21:47 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან გრიგოლია: "ცქიტიშვილმა უეფას თავზე "გადაახია" დებულება"

ქართულ ფუტსალში არეულობა გრძელდება. ფუტსალის ასოციაციის უფლებამოსილმა პირმა ლევან გრიგოლიამ ბრალი დასდო ასოციაციის პრეზიდენტ ლევან ცქიტიშვილს იმაში, რომ ფინანსური ანგარიშები წესრიგში არ აქვს და მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, ასოციაციაში ანგარიში არ წარუდგენია - საუბარია განვლილი სეზონის დეტალურ ფინანსურ ხარჯთაღრიცხვასა და მომდევნო სეზონის ბიუჯეტზე.   

აქვე, გრიგოლიას წერილი:

"ამა წლის 16 ივნისს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა უეფას თავზე "გადაახია" დებულება. სავალდებულო კონფერენციას, სადაც უნდა წარმოედგინა განვლილი სეზონის დეტალური ფინანსური ხარჯთაღრიცხვა და მომდევნო სეზონის ბიუჯეტი, მან თავი აარიდა. სფფ-ს ცნობილი წერილების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ლევან ცქიტიშვილს ფინანსური ანგარიშები წესრიგში არ აქვს, ხოლო იმ ფაქტმა, რომ მან უარი თქვა გამგეობის სხდომების და კონფერენციის სავალდებულო მოწვევაზე, ეს ეჭვი გაამძაფრა. ამ ბატონებთან (ცქიტიშვილი, კვიციანი) ჩვენ გვაქვს ძალიან კონტკრეტული პრეტენზია: 7 თვის განმავლობაში ვერ ახერხებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეროვნული ნაკრებისთვის გამოყოფილი თანხების კანონიერად განკარგვის დოკუმენტების წარმოდგენას. კერძოდ: პორტუგალიაში, მალტაში, აზერბაიჯანსა და ჰოლანდიაში თამაშების ხარჯთაღრიცხვას. ასევე უარს ამბობენ ეროვნული ჩემპიონატის ხარჯთაღრიცხვისა და სპონსორების მიერ ჩარიცხული თანხების წარმოდგენაზე და ეროვნული თასის გათამაშების ჩაშლის მიზეზის დასახელებაზე. მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, ისინი უარს აცხადებენ, ასოციაციის წევრებს წარუდგინონ ფინანსური ანგარიში.

ლევან გრიგოლია (ფუტსალის ასოციაციის უფლებამოსილი პირი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110651