ფეხბურთი

12:12 | 25.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ცქიტიშვილი ფუტსალის ასოციაცის პრეზიდენტობიდან გადააყენეს

24 ივლისს სპორტკომპლექს “არენაში” საქართველოს ფუტსალის ასოციაციის კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დღის წესრიგით, დელეგატებს უნდა მოესმინათ ასოციაციის პრეზიდენტის ლევან ცქიტიშვილის მოხსენება განვლილი სეზონის ფინანსური ანგარიშის, მომდევნო სეზონის გეგმებისა და ბიუჯეტის შესახებ.

ლევან ცქიტიშვილი კონფერენციაზე არ გამოცხადდა და ამის შესახებ დელეგატებს წინასწარ არც აცნობა. ამ ფაქტს დაერთო ისიც, რომ ასოციაციის გამგეობის წევრები და დელეგატები რამდენიმე თვეა, უშედეგოდ ითხოვენ ასოციაციის პრეზიდენტისგან პასუხს იმ წერილებზე, რომლითაც ფეხბურთის ფედერაცია ფუტსალისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გახარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვს. ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნაზე ლევან ცქიტიშვილს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.

შედეგად, კონფერენციაზე დადგა ლევან ცქიტიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. კონფერენციის დელეგატებმა ფარული კენჭისყრით მიიღეს პრეზიდენტის გადაყენების გადაწყვეტილება. მომდევნო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ლევან გრიგოლია შეასრულებს.

კონფერენციას დამკვირვებლად ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122388