ჩოგბურთი

21:57 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვიტოვას სლოვაკი გაწვრთნის

ჩეხმა პეტრა კვიტოვამ უიმბლდონის ფინალში კანადელ ეჟენი ბუშარს მოუგო და მეორედ იმარჯვა ამ სადიდსლემო ტურნირზე. ტრიუმფიდან ცოტა ხნის შემდეგ კი 24 წლის პეტრამ ფიტნეს-მწვრთნელი მარკ ვშეტიჩკა გაათავისუფლა. კვიტოვას ახალი მწვრთნელი ფიზიკურ მომზადებაში ბრანისლავ ბუნძიკი იქნება.

ამის თაობაზე პეტრა საკუთარი ტვიტერის მეშვეობით იუწყება. სლოვაკი ბუნძიკი სადღეისოდ რეიტინგსიის მეოთხე ნომერ კვიტოვას US Open Series-ს ტურნირებზე დაეხმარება, უმთავრესი შეჯიბრება კი აშშ-ის ღია პირველობაა, რომელიც სტარტს 25 აგვისტოს აიღებს. 

 

0.112654