ჩოგბურთი

17:24 | 9.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

კვიტოვას ნახტომი

ამ დილით მორიგი საჩოგბურთო რეიტინგები გამოქვეყნდა. თუკი წამყვან მამაკაც მოთამაშეთა მოწინავე ათეულში მცირეოდენი ცვლილება მოხდა (მონფისმა და ალმაგრომ ერთმანეთს მეცხრე-მეათე ადგილები გაუცვალეს), ქალებს შორის საგრძნობი გადაადგილებებია. უპირველესად, ათეულში ჩეხი პეტრა კვიტოვას “შეჭრა” უნდა აღვნიშნოთ. გუშინ ვიკტორია აზარენკას მადრიდის ტურნირის ფინალში ძლევით კვიტოვამ მეთვრამეტე პოზიციიდან მეათეზე “ისკუპა”, ბელარუსი ჩოგბურთელი კი მეოთხე პოზიციიდან მეხუთე ადგილამდე დააქვეითა. ორი საფეხურით დაიხია უკან სერბმა ელენა იანკოვიჩმა, რამაც სამანტა სტოსურსა და მარია შარაპოვას წინ წაწევის საშუალება მისცა.
მამაკაცთა შორის, მოწინავე კვლავინდებურად რაფა ნადალია, თუმცა, ნოვაკ ჯოკოვიჩის ბოლოდროინდელი ტრიუმფული თამაშის ფონზე, ესპანელის პირველობას საფრთხე დაემუქრა. თუმცა, თავად მალიორკელი აცხადებს, რომ რეიტინგსიაში პირველი პოზიციის დათმობა მისთვის ტრაგედია არ იქნება. “ჩემთვის უმთავრესია კორტზე გასვლა და ჩოგბურთის თამაშისგან სიამოვნების მიღება და თუ მეორე საფეხურამდე დავეშვები, ეს ჩემთვის სამყაროს აღსასრულის ტოლფასი სულაც არ იქნება. ისე კი, მომავალი ასპარზობებისთვის საგულდაგულოდ ვემზადები და ჯოკოვიჩის დამარცხებას მომდევნო მატჩებში შევეცდები”, - ნადალის ეს სიტყვები ATP-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს მოჰყავს.



ATP Rankings

1 (1) რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 12470
2 (2) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 10665
3 (3) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 8900
4 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 5905
5 (5) რობინ სოდერლინგი (შვედეთი) 5265
6 (6) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4420
7 (7) ტომას ბერდიხი (ჩეხეთი) 4035
8 (8) იურგენ მელცერი (ავსტრია) 3020
9 (10) გაელ მონფისი (საფრანგეთი) 2645
10 (9) ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი) 2495

WTA Tour Rankings

1 (1) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 9790
2 (2) კიმ კლეისტერსი (ბელგია) 8115
3 (3) ვერა ზვონარიოვა (რუსეთი) 7635
4 (5) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 5205
5 (4) ფრანჩესკა სკიავონე (იტალია) 4962
6 (7) ლი ნა (ჩინეთი) 4630
7 (8) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 4156
8 (9) მარია შარაპოვა (რუსეთი) 3866
9 (7) ელენა იანკოვიჩი (სერბეთი) 3695
10 (18) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 3673

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156543