ფეხბურთი

21:36 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანსელო “ვალენსიას” ფეხბურთელია

 

ესპანურმა “ვალენსიამ” “ბენფიკასა” და პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენა მცველი, ჟოაო კანსელო დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

20 წლის მცველი “ვალენსიაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. სეზონის ბოლოს, “ღამურებს” კანსელოს გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

გასულ სეზონში ჟოაო “ბენფიკას” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, სადაც 31 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

“ვალენსიამ” კი, “ბენფიკადან” უკვე მესამე მოთამაშე დაიმატა. აქამდე, “ღამურები” “არწივების” ხარჯზე, ანდრე გომეშითა და როდრიგო მორენოთი გაძლიერდნენ.



ირაკლი ალიმბარაშვილი

0.115518