ფეხბურთი

18:54 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტმა სტადიონზე გადაინაცვლა

ჰაიფას “მაკაბის” წინასასეზონო მატჩი “ლილის” წინააღმდეგ 86-ე წუთზე ჩაიშალა. ამის მიზეზი მინდორზე პრო-პალესტინელი გულშემატკივრების შევარდნა და ებრაელ ფეხბურთელებზე თავდასხმა გახდა.

ანგარიში “ლილის” სასარგებლოდ 2:0 იყო, როდესაც თურქული წარმოშობის გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ და “მაკაბის” ფეხბურთელებს თავს დაესხნენ. აღნიშნული ხულიგნობა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.

ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ გულშემატკივრებს ისრაელის შეურაცხმყოფელი ბანერების ჰქონდათ გადმოფენილი.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ისრაელს, როგორც ნებისმიერი ასაკობრივი ნაკრების, ისე კლუბების საშინაო თამაშების ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება დაავალა.

ჩზუბის ამსახველი ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=pg1aloLX24A

ლევან გოგოტიშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119242