თამაშგარე

12:29 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკს “ფასტ-ფუდი“ ყვარებია

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს საცოლე ირინა შეიკმა ჟურნალ “ჰელლო“-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა და ისაუბრა, თუ როგორი უნდა იყოს მისი აზრით ოჯახში ურთიერთობები. შეიკმა საკუთარი სილამაზის საიდუმლოც გაამხილა. მკითხველისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მოდელი დილაობით ჰამბურგერებს მიირთმევს.

”ხშირად მეკითხებიან, როგორ ვჭამ ჰამბურგერებს?! მოდელები ხომ მხოლოდ ვაშლებით იკვებებიან! შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტყუილია. გენების წყალობით სიმსუქნისკენ მიდრეკილება არ მაქვს, ამიტომ ზოგჯერ თავს უფლებას ვაძლევ, რაიმე მსუყე ვჭამო. თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. დილით, ადგომისთანავე, სარბენად პარკში მივდივარ, გარდა ამისა, დაკავებული ვარ კრივით, ტანვარჯიშით და ზოგადად აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ.

ნიუ-იორკში მიღებულია, რომ ყველა სპორტითაა დაკავებული. ასე რომ, "ფასტ-ფუდი" მიყვარს, თუმცა ბალანსს არასდროს ვივიწყებ. თუ კვირას პილმენებს ან ჰამბურგერებს ვჭამ, მხოლოდ იმიტომ, რომ დანარჩენი ექვსი დღის განმავლობაში საკუთარი სხეულის სილამაზეზე ვზრუნავ", - განუცხადა ჟურნალს ირინა შეიკმა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146504